ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

უშგული სვანეთი

სოფელი უშგული საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში, საქართველოს ყველაზე მწვერვალის, შხარას ძირში მდებარეობს. იგი იუნესკოს ბუნებისა და კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. უშგული ზღვის დონიდან 2400 მეტრზეა და ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია. უშგულის თემში ოთხი სოფელია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, ჩაჯაში და მურყმელი. აქ უამრავი კოშკია, მათ შორის ლენკვერის ციხე. უშგულში შემორჩენილია  ციხე-კოშკების (ციხე-სასახლის) ყველაზე ადრინდელი (IX-Xსს). ტიპი. ამავე თემშია ლამარიას კომპლექსი. უშგულის 7 ეკლესიიდან სამში დაცულია XI-XII საუკუნეების შესანიშნავი კედლის მხატვრობა. უშგულის თემის მთავარ სოფელში, ჩაჟჟაში, მაცხოვრის ეკლესიაში ინახება ამ თემის შვიდივე  ეკლესიის განძეული.

 

 

                                                                                             

                                                      წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012