ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე, ისტორიულ ხევში მდებარეობს. ყაზბეგის დაცული ტერიტორიები წყვეტილი უბნებიდან შედგება; მისი საერთო ფართობი 8707 ჰექტარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მთლიანათ მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა, ყველაზე მაღალი კი 3300-4100 მ-ის ფარგლებში მერყეობს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალი მთის ეკოსისტემების დაცვის მიზნით შეიქმნა. მისი რელიეფი რთულია, მთაგორიანი და დანაწევრებული. მრავალფეროვანია ყაზბეგის ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა. აქ გავრცელებულია 1347 სახეობის მცენარე, მათგან 26% ენდემურია.

 

                                                        წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012