ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

შავნაბადა

შავნაბადა წმ.გიორგის სახელობის მონასტერი მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, თელეთის ქედზე. არსებობს ლეგენდა: ერთ-ერთ ბრძოლაში საქართველოს ჯარის მხარეს , თურმე, თეთრ ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი იბრძოდა ; მას მოწინააღმდეგის სარდალი დაუმარცხებია. მეფეს მისთვის ჯილდოდ შავი ნაბადი უჩუქებია. გამარჯვების აღსანიშნავად პარაკლისი გადაუხდიათ, რომელსაც ჭაბუკიც დასწრებია. ლოცვის დამთავრების შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვეღარ უპოვნიათ, თუმცა მალე უფალს მათთვის გონება გაუხსნია და წმ. გიორგის ფრესკაზე ჭაბუკი მეომარი ამოუცნიათ. იმ დღიდან ამ მთისთვის შავნაბადას მთა დაურქმევიათ, ხოლო ეკლესიისთვის კი -შავნაბადას წმ.გიორგის ეკლესია.

 

 

                                                                                         

 

                                                                                                    წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012