ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ტური ბორჯომი რაბათი ვარძია

  

„Four Seasons Travel" ტურისტული კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა;

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნა სმაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო და დებითი ემოციებით დატვირთული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული  სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს...

დღე:

ტრანსფერი აეროპრტიდან სასტუმროში განთავსება;

თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გასეირნება ძველ თბილისში>>>>

IIდღე:

გამგზავრება მცხეთაში-სვეტიცხოველი; ჯვრის მონასტერი;კლდეში ნაკვეთ ქალაქი უფლისციხე;

დაბრუნება თბილისში ;

III დღე:

გამგზავრება ბორჯომში

ბორჯომის დათვალიერება, ცენტრალურ-ისტორიულ პარკში გასეირნება, ბორჯომის მინერალური წყლის დაგემოვნება>>>

სოფ.ჩითახევი, IX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის მწვანემონასტრის მონახულება;

XI საუკუნის აწყურისციხის მონახულება;

ჩასვლა ახალციხეში და რაბათის ციხის კომპლექსის დათვალიერება, სადაც განთავსებულია ციტადელი, სასახლის ბაღი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯიახმედ-ფაშაჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი და სასუვენირე კუთხეები;

დაბინავება სასტუმროში;

IV დღე:

გამგზავრება ვარძიისკენ;

ფეოდალური ხანის ხერთვისის ციხის დათვალიერება, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში;

XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლის, კლდეში ნაკვეთი უნიკალური სამონასტრო ანსამბლის - ვარძიის მონახულება, რომელიც შექმნილია თამარ მეფის მეფობის ხანაში დაშეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში;

ახალქალაქი-ნინოწმინდის გზით გამომგზავრება თბილისისკენ;

გზად: ფოკას მამათა მონასტრის მონახულება, საიდანაც დაიწყო ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, საღამოსა და ფარავნის ტბების, წალკის წყალსაცავის თვალწარმტაცი პეიზაჟების დათვალიერება;

დაბრუნება თბილისში;

V დღე:

მუზეუმების მონახულება>>>

ტრანსფერი აეროპორტში;