ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ღვინის ტური კახეთში

 

საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონი საინტერსო და მომხიბლველია

„Four Seasons Travel"- ტურისტული კომპანია,

რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირტული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავიზღვისს უბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს.

შემოდგომა საქართველოში ზომიერი ტემპერატურით გამოირჩევა. ხავერდოვანი სეზონი რთველის, ღვინის დაწურვის,  ჩურჩხელების ამოვლების პერიოდია. შემოდგომაზე "Four Seasons Travel“ ღვინისა და კულტურულ ტურებს შემოგთავაზებთ.

 ულამაზესი კახეთის მონახულება წელიწადის ოთხივე სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი ამ კუთხეში მოგზაურობა შემოდგომითაა. ეს ხომ რთველის პერიოდია - ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის უშუალო მონაწილე გახდეთ.

დღე:

ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში განთავსება;

თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გასეირნება ძველ თბილისში>>>>

IIდღე:

გამგზავრება მცხეთაში-სვეტიცხოველი; ჯვრის მონასტერი;კლდეში ნაკვეთ ქალაქი უფლისციხე;

დაბრუნება თბილისში ;>>>

III დღე : 
გამგზავრება კახეთში-
თელავი ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი, იყალთოს აკადემია, ძველი შუამთა, ახალი შუამთა
ალ. ჭავჭავაძისსახლ-მუზეუმი (წინანდალი);
ღვინის დეგუსტაცია წინანდალში;
“მაწვნის სახლში’’ მაწვნის დაგემოვნება;
თელავში სასტუმროში განთავსება>>>

IV დღე :
საუზმე თელავის სასტუმროში
გამგზავრება ველისციხეში - თათარას მოდუღება, ჩურჩხელების ამოვლება, თონეში პურის ჩაკვრა, ღვინის დაწურვა.
ალავერდი;
გრემი;
სიღნაღი;
ბოდბის მონასტერი;
გამომგზავრება თბილისში;