ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ბუნიაობის დღესასწაული სპეციალური შეთავაზება

საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონი საინტერსო და მომხიბლველია

„Four Seasons Travel"- ტურისტული კომპანია,

რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირტული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავიზღვისს უბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს.

კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქია, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

2500 წლის წინ უფლისციხე ქართლის რელიგიური ცერნტრი იყო, გაზაფხულზე მზის ბუნიობის დროს , დიდი კარიბჭის სარკმელში მზის პირველი სხივები შემოანათებდა, ამ დროს მთავარი კარიბჭე იღებოდა და ღამენათევი მლოცველები ქვის კიბეებით კლდეში ნაკვეთ ტაძრებისკენ მიემართებოდნენ, აქ ტარდებოდა მისტიკური რიტუალები. ეს იყო მზის ქალაქი, უფალი კი იყო მზე;

“Four Seasons Travel”

ამ მოვლენის სანახავად მარტში უფლისციხეში გეპატიჟებით;

დღე I:

ტრანსფერი აეროპრტიდან სასტუმროში განთავსება;

თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გასეირნება ძველ თბილისში>>>>:

დღე II:

საქართველოს ძველი და ახალი დედაქალაქების დათვალიერება - მცხეთა ; სვეტიცხოველი; ჯვრის მონასტერი;

დღე III:  გამგზავრება გორში; გორის ციხე;

უფლისციხე - ფეხით გასეირნება, კარვებით დაბანაკება. დასვენება. ღამისთევა და მზის ამოსვლის ნახვა დიდი კარიბჭის სარკმელში.

 გამომგაზვრება;

დღე IV:  ტრანსფერი აეროპორტში;