ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

დასვენება ბათუმში

საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონი საინტერსო და მომხიბლველია

„Four Seasons Travel"- ტურისტული კომპანია,

რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირტული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავიზღვისს უბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს.

 ზაფხული საქართველოში შეგიძლიათ არაჩვეულებრივად გაატაროთ. წელიწადის ამ ყველაზე ცხელ დროს განსაკუთრებით სასიამოვნო ზღვისპირეთია. აჭარის, გურიის და სამეგრელოს საზღვაო კურორტები ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს;

 ბათუმი საქართველოს მთავარი საზღვაო პორტი და უნიკალური დასასვენებელი ადგილია. ბათუმს მაღალგანვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია, რაც მას უცხოელი სტუმრებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს იდეალური ადგილია ოჯახთან ერთად დასვენებისთვისაც;

დღე I:

ტრანსფერი აეროპრტიდან სასტუმროში განთავსება;

თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გასეირნება ძველ თბილისში>>>>

დღე II :

გამგზავრება კომფორტული მატარებლით. განთავსება სასტუმროში;

III, IV, V, VI, VII, VIII, IX დღეები დასვენება ღირსშესანიშაოების დათვალიერება ბათუმში>>>

დღე X:

გამომგზავრება თბილისში მატარებლით, მზადება გაფრენისთვის, ტრანსფერი აეროპორტში;