ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

სპეციალური შეთავაზება მუსიკალური საქართველო

საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონი საინტერსო და მომხიბლველია

„Four Seasons Travel"- ტურისტული კომპანია,

რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირტული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის                      სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს.

  საქართველოში ხშირად ცნობილი უცხოელი შემსრუებლების კონცერტები, ჯაზ და ელექტრონული მუსიკის ფესტივალები იმართება. საუკეთესო საკონცერტო დარბაზი ზღვის სანაპიროზე BLACK SEA ARENA, ზღვისპირა საფესტივალო სივრცე ანაკლიაში უამრავ ტურისტს მასპინძლობს. ჩვენს ქვეყანას უკვე ეწვია რობი უილიამსი, ელტონ ჯონი, სტინგი, რობერტ პლანტი, ლორენ ჰილი, „ფროდიჯი“, „მარუნ 5“, ჯემიროქუაი და მრავალი სხვა.

„Four Seasons Travel" გთავაზობთ მსგავს კონცერტებზე დასასწრებ სპეციალურ ტურებს.