ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ზამთრის ტური -ლამპრობა სპეციალური შეთავაზება

საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონი საინტერსო და მომხიბლველია

„Four Seasons Travel"- ტურისტული კომპანია,

რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირტული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავიზღვისს უბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს.

ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში თებერვალში აღნიშნავენ. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ლამპრობა სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენიმე მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვავერსიით, "ლამპრობის" მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა იყო.

ტრადიციის მთავარი ატრიბუტი ლამპარია, რომელსაც სვანები არყის ან მუხის ტოტებისაგან აკეთებდნენ.

„Four Seasons Travel" ამ ულამაზე სდღესასწაულზე დასასწრებად სპეციალურ ტურს გთავაზობთ .

დღე I: დახვედრა აეროპორტში და გამგზავრება ზუგდიდში. განთავსება სასტუმროში

დღე II: საუზმე სასტუმროში. სურვილისამებრ - დადიანების სასახლის დათვალიერება. გამგზავრება სვანეთში. განთავსება სასტუმროში

დღე III: ლამპრობის დღესასწაული;

დღე IV – V : დასვენება;

დღე VI: გამომგზავრება თბილისში ტრანსფერი აეროპორტში;

შესაძლებელია თბილისიდან პირდაპირ სვანეთში გადაფრენა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ტურის ღირებულება მოიმატებს.