ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ზამთრის ტური - საშობაო ტური სპეციალური შემოთავაზება

საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონი საინტერსო და მომხიბლველია

„Four Seasons Travel"- ტურისტული კომპანია,

რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირტული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავიზღვისს უბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს.

შობა ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სულიერი დღესასწაულია. საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით - 7 იანვარს აღნიშნავენ. ჩვენ გაძლევთ შანსს საშობაო დღეები საქართველოში გაატაროთ, მოინახულოთ ამ უძველესი ქრისტიანული ქვეყნის ეკლესია-მონასტრები, გაეცნოთ ქართულ საშობაო ტრადიციებს.

I დღედახვედრა თბილისის აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დღე. ღამისთევა თბილისში.

II დღესაუზმე სასტუმროში. ბოდბეში გამგზავრება.ალავერდი, გრემი, იყალთო. დაბრუნება თბილისში ან მალე დაბრუნება და საღამოს საშობაო ლიტურღიაზე დასწრება

III დღე(7 იანვარი) საუზმე სასტუმროში. ალილოს მსვლელობაში ხანმოკლე ჩართვა ან თვალის მიდევნება.

(საზეიმო მსვლელობა, რომელიც 7 იანვარს იმართება, საქართველოს მართლმადედებელი ეკლესიის განსაკუთრებულ საშობაო ტრადიციას წარმოადგენს. იგი მე-5 თუ მე-6 საუკუნეში დამკვიდრებულა. გადმოცემის თანახმად, საეკლესიო მგალობლები მრევლთან ერთად საშობაო წირვის შემდეგ კარდაკარ დადიოდნენ, რათა ერთად ეზეიმათ ქრისტეს შობა. ალილოს გალობასთან ერთად მსვლელობაში მონაწილეები კალათებში აგროვებდნენ სურსათსა და საჩუქრებს გაჭირვებული მოსახლეობისთვის. ყველას შეუძლია შეუერთდეს 7 იანვრის მსვლელობას. შეგროვებული პროდუქტი მსვლელობის შემდეგ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებ ა და გაჭირვებულ მოსახლეობას ურიგდება.)

გამგზავრება გურიაში, შემოქმედის სამონასტრო კომპლექსში (ოზურგეთის რაიონი). ტრადიციული საშობაო სუფრა, თავისი ჩიჩილაკებით, გურული საშობაო ღვეზელით, ჯანჯუხათი - კარგი იქნება, რამე საოჯახო ტიპის სასტუმროში ან ოჯახში. იქვე დარჩენა.

IV დღეგამომგზავრება თბილისში;

მომზადება გასამგზავრებლად;

ტრანსფერი აეროპორტში;