ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

კულინარიული ტური

საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონი საინტერსო და მომხიბლველია

„Four Seasons Travel"- ტურისტული კომპანია,

რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირტული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავიზღვისს უბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს.

„Four Seasons Travel" გაძლევთ შანსს გაეცნოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს, დააგემოვნოთ და თავად მიიღოთ მონაწილეობა კერძების მომზადებაში.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გთავაზობთ სიმბოლურ კულინარიულ კონკურსს. ეს კონკურსი გამოავლენს, თუ ვინ უკეთ შეისწავლა ადგილზე კერძის მომზადება. გამარჯვებულს შეფ-მზარეული სერთიფიკატს გადასცემს.

„Four Seasons Travel" კი მას ტურის ღირებულების 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

I დღე: ჩამოსვლა თბილისში. დახვედრა თბილისის აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დღე. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

II დღე: საუზმე სასტუმროში. ძველი თბილისის ტური. ეთნოგრაფიული მუზეუმი. ექსკურსია მცხეთაში. სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი. საღამოს დაბრუნება თბილისში. ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

III დღე: საუზმე სასტუმროში. კახეთში გამგზავრება. ბოდბეს მონასტერი, სიღნაღი, თელავი. საღამოს კულინარიული მასტერკლასი, სადაც თქვენ ისწავლით თუ როგორ უნდა მოამზადოთ კახური შოთის პური და თქვენი ხელით ამოავლებთ და დააგემოვნებთ ჩურჩხელას. დაბრუნება თბილისში

IV დღე: საუზმე სასტუმროში. თბილისიდან ყაზბეგში გამგზავრება. ჟინვალის წყალსაცავი, ანანური, ფასანაურში ქართული ხინკლის დაგემოვნება. გამომგზავრება თბილისში

V დღე: საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ქუთაისში. ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, სათაფლია, გელათის მონასტერი. ვახშამი რესტორანში ან ოჯახში. ხაჭაპურის ცხობის მასტერკლასი. Dაბინავება სასტუმროში

VI დღე: საუზმე სასტუმროში. გამგზავრება მარტვილში - ნინიძეების „ოდა-საოჯახო მარანში“. დაბრუნება თბილისში

VII დღე: საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო სუვენირების საყიდლად. ტრანსფერი და გაცილება აეროპორტში.