ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურები

საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონი საინტერსო და მომხიბლველია

„Four Seasons Travel"- ტურისტული კომპანია,

რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა

გაზაფხულია თუ ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი - ჩვენთან ერთად მოგზაურობა წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მთავარია მოგზაურს შეექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რისთვისაც მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი მოთხოვნა და სპეციალურად თქვენზე მორგებული ტური დავგეგმოთ.

ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირტული გახდება.

საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავიზღვისს უბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, განთქმული ქართული ღვინო და სამზარეულო საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად წარმოაჩენს.

"Four Seasons Travelგთავაზობთ ერთმანეთს შეუხამოთ მკურნალობა და დასვენება უმაღლესი სტანდარტების მქონე კურორტებზე: აბასთუმანი, საირმე, წყალტუბო, ბორჯომი, ურეკი.

წყალტუბო

წყალტუბო დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში მდებარეობს. ეს ადგილი ბალნეოლოგიური და სამკურნალო თვისებებითაა განთქმული. კურორტ წყალტუბოს მინერალურ წყლებს დიდი ხნის ისტორია აქვს. წყალტუბოს წყაროებს იყენებენ რევმატიზმებისათვის, სახსრებისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ. სასარგებლოა აგრეთვე გულის, ნევროზის, სისხლის ძარღვების, სკლეროზისა და ვენების დაავადების სამკურნალოდ.

I დღე: თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დახვედრა. თბილისის ტური. საღამოს თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

II დღე: საუზმე სასტუმროში. გადაადგილება წყალტუბოსკენ. დაბინავება სასტუმროში 8 ღამის განმავლობაში.

III, IV, V, VI, VII, VIII, IX დღე - მკურნალობა და დასვენება

X დღე: საუზმე სასტუმროში. გამომგზავრება თბილისისკენ და მზადება გასამგზავრებლად. ტრანსფერი და გაცილება აეროპორტში.