ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

საქართველოს შესახებ

 

 

გეოგრაფიული მდებარეობა:  საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში  მდებარეობს; დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი;

ფართობი:  ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ.  კმ-ს, საზღვრების სიგრძე - 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო - 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო - 310 კმ;

მოსახლეობა:  4.497 მილიონი ადამიანი (2012 წლის შეფასებით);

უდიდესი ქალაქები:  თბილისი (1.090.000);  ქუთაისი (185.965);  რუსთავი (138.000);  ბათუმი (121.800);

რეგიონები:  აფხაზეთი (სოხუმი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი), გურია (ოზურგეთი), აჭარა (ბათუმი), იმერეთი (ქუთაისი), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ამბროლაური), სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე), შიდა ქართლი (გორი), ქვემო ქართლი (რუსთავი), მცხეთა-მთიანეთი (მცხეთა), კახეთი (თელავი);

ბუნება:  ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია - სუბტროპიკებიდან კავკასიონის  მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი - შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა - 16 %, საძოვრები - 25 %, ტყეები - 34 %. მთავარი მდინარეებია მტკვარი, რიონი, ენგური, იორი, ალაზანი;

ეთნიკური შემადგენლობა:  ქართველებ - 83,8 %,აზერბაიჯანელები - 6,5 %,სომხები - 5,7 %, რუსები - 1,5 %, ოსები - 0.9 %, იეზიდები - 0.4 %, ბერძნები - 0.3 %, ქისტები- 0.2 %, უკრაინელები - 0.2 %, აფხაზები - 0,1 %;

რელიგიური შემადგენლობა:  მართლმადიდებელი ქრისტიანები - 84.00 %, მუსლიმანები - 9.9 %, სომეხი გრიგორიანელები - 3.9 %, კათოლიკები - 0.8 %, იეზიდები - 0.4%, იუდეველები - 0,1 %;

ეროვნული ვალუტა:  ლარი (GEL)

სახელმწიფო ენა:  ქართული

დროის სარტყელი:  UTC+4

ქვეყნის კოდი:  Geo

Internet LTD:  .ge

სატელეფონო კოდი:  + 995