ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი  საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ გეოგრაფიული მხარეა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთი, დასავლეთით-ჯავახეთი, ჩრდილოეთით-შიდა ქართლი, სამხრეთით-სომხეთი.მის შემადგენლობაში შედის ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონები.ფართობი შეადგენს  6 528 კმ2, მოსახლეობა – 381 146 ადამიანი. მრავალფეროვანია  რეგიონის მოსახლეობა. აქ ქართველების გარდა, ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ბერძნები, სომხები, რუსები. ამ მხარეში 7 ქალაქი, 8 დაბა და 338 სოფელია. ქვემო ქართლის  მნიშვნელოვანი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია- რუსთავი. მაძილი თბილისიდან რუსთავამდე – 30 კმ-ია.

კლიმატი: 

  ქვემო ქართლის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებიაზომიერად მშრალი ჰავა რომელიც, ძველთაგანვე იზიდავდა ადამიანებს,.სწორედ ქვემო ქართლის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი  ნაქალაქარი  დმანისი სადაც  ადამიანის უძველესი ნაშთებია , რომელიც ერთი მილიონი წლისაა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დმანისში ადამიანი მილიონ შვიდასი ათასი წლის წინ ბინადრობდა, იგი ევრაზიაში უძველესია და ცენტრალური აფრიკიდან დმანისში შემოსული ადამიანის ეს მოდგმა შემოდგომ ევროპასა და აზიაში გავრცელდა.

ბუნება: 

   ქვემო ქართლი გამორჩეულია თავისი სიმწვანით, ტყეებით, ანკარა მდინარეებითა და ტბებით, უხვი ნადირითა და თევზებით, მინერალური და თერმული წყლებით. აქ გვხვდება ვულკანური წარმოშობის მთები, ვრცელი ველები და წინაალპური მთები, ნახევრადუდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და ალპურ ზონები. ქვემო ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი ვაკეა, რომელიც ნოყიერი ნიადაგით გამოირჩევა. აქ მრავალი მდინარე მოედინება ალგეთი, ასურეთისხევი, ბოლნისისწყალი, დებედა, ლოჭინი, მაშავერა, შავწყაროსწყალი, შულავერი, ხრამი. წალკის მახლობლად, მდინარე ქციაზე მდებარეობს წალკის წყალსაცავი, რომელიც ფართობით ყველაზე დიდია საქართველოში. ტბებიდან ასევე აღსანიშნავია კუმისისა და ჯანდარის ტბები. ქვემო ქართლში მრავალი კურორტი და სააგარაკო ადგილია. ტყით დაფარული.კურორტებია:წყნეთი, კიკეთი, კოჯორი, ოქროყანა, ტაბახმელა, წავკისი და სხვ.ქვემო ქართლი გამოირჩევა მატერიალური კულტურისა და ბუნებრივი ძეგლების სიმრავლით.

მუზეუმები:

   რუსთავის;   ბოლნისის;  თეთრიწყაროსა და გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები;  ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის სახ. მემორიალური მუზეუმი;  ბოლნისის ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმი;  დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური ნიმუშების საექსპოზიციო დარბაზი;  წერაქვის მ. ჯავახიშვილის სახ. მემორიალური მუზეუმი; შაუმიანის მელიქ ფაშაევის სახ. მემორიალური მუზეუმი;

ღირსშესანიშნაობები: (დაახლოებით 650 ისტორიული ძეგლი)

  ბოლნისის სიონი (V ს.-შუა საუკ.);  წუღრუღაშენი (შუა საუკ.);  ვანათი (V-VI სს.);  სათხის (X-XI სს.); აკვანების (VI-VII სს.);  ამაღლების (VI-II სს.) ეკლესიები;  კაზრეთის სამება (შუა საუკ.);გარდაბნის ღვთისმშობლის ეკლესია (VI ს.);  აკაურთას, ნარდევანის;სანთის ციკლოპური ციხეები (ძვ.წ.I ათასწლ.);კარის ორბელიანის წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XVII-XVIII სს.); ქოლაგირის ციხეგალავანი და ეკლესია (შუა საუკ., XVIII ს.); ნასოფლარი ქოლაგირი; საყდრისი (ძვ.წ. 3018-2929);  ბეთანიის (XII-XIII-შუა საუკ.);  მარტყოფის (1699,XIX ს.);ვარდისუბნის (შუა საუკ.) მონასტრები. ანტონ მარტყოფელის სვეტი (შუა საუკ.);პეტრიანთ საყდარი (1014-22); ეგრისის კომპლექსი (X-XIII სს.);  სიხუაანთ საყდარი (1034);კვირაცხოველი (VI-VII სს);  დიდი გომარეთის ღვთისმშობლის (შუა საუკ.) და წმ.ნიკოლოზის (X .) ეკლესიები;ელისპირის წმ. დემეტრეს ეკლესია (VIII-IX, XIX ს.);  რევაზაშენი (VIII-IX სს.);დმანისისა (XIII ს.) და სამშვილდის (VIII-შუა საუკ.) ნაქალაქარები;სიონი (1702);  წმ.მარინეს (გვიანი შუა საუკ.);  წმ. ბასილის (VIII-IX სს.);  ამაღლების (VIII-IX სს.);უკანგორის (V-VI სს.) ეკლესიები;  ლამაზი საყდრის მონასტერი (შუა საუკ.);