ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

შიდა ქართლი

  შიდა ქართლი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში,. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით., ტერიტორიის ფართობი –  6200 კვ. კმ. მოსახლეობა – 314,039 ადამიანი. იგი განაწილებულია 4 ქალაქში, 2 დაბასა და 366 სოფელში.შიდა ქართლის რაიონებია – გორი, კასპი, ქარელი, ცხინვალი, ხაშური. შიდა ქართლის  ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს ქალაქი- გორი. მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და დედაქალაქ თბილისს შორის- 75 კმ. ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან -93 კილომეტრი.

კლიმატი: 

  შიდა ქართლი ვაკეებზე ზომიერად თბილია და ტენიანი(ზოგან მშრალი) ჰავაა გაბატონებული.აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0-ზე დაბალია,ივლისის +22+24, კლიმატი იცვლება.ტემპერატურა თანდათან კლებულობს.

სამზარეულო: 

შიდა ქართლის რეგიონშია მრავალი რესტორანი, რომელიც ტრადიციულ და გემრიელ ქართულ კერძებს შემოგთავაზებენ.  შიდა ქართლი ცნობილია ღვინით. გორთან ძალიან ახლოს მდებარე ატენის ხეობა, შიდა ქართლის ღვინის მხარედ მიიჩნევა. დააგემოვნებთ სახლის ღვინოების ფართო არჩევანს.

საგზაო ინფრასტრუქტურა:

   შიდა ქართლის რეგიონში არსებობს საკმაოდ კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა. რეგიონში გადის საერთაშორისო ავტომაგისტრალი. შიდა ქართლი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, საიდანაც შესაძლებელია მოხვდე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. რეგიონის მთლიან ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი. ამჟამად. მოქმედებს იმერეთის რეგიონთან დამაკავშირებელი რიკოთის გვირაბი.შიდა ქართლზე გადის ამიერკავკასიის სარკინიგზო ცენტრალური მაგისტრალიც. რკინიგზის საშუალებით შიდა ქართლის გავლით იზრდება ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან ევროპის ქვეყნებში ტვირთების გატანა-შემოტანა. საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირება ხდება რკინიგზის მეშვეობით. ხაშურში მთავარ სატრანსპორტო ღერძს (თბილისი-ბათუმს) უერთდება ხაშური-ახალციხის რკინიგზა და ხაშური-ახალციხე-ვალეს საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალიюანტიკური ხანის ავტორთა ცნობები და არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები მოწმობენ, რომ ანტიკურ ხანაში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო – სატრანზიტო გზის ერთი მონაკვეთი შიდა ქართლზე გადიოდა.შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი.ტბები: ბატეთის ტბა, ერწოს ტბა, ნადარბაზევის ტბა, მინერალური წყლები, სამკურნალო კურორტები : სურამი, ბიისი კლიმატო–ბალნეოლოგიური კურორტი, ფელი – მაღალი მთის კურორტი , ხოვლე, რკონი, გარიყულა.

მუზეუმები:

    გორის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი; სტალინის სახელმწიფო მუზეუმი; დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმი; ივანე ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმი; იაკობ გოგებაშვილის სახლ–მუზეუმი; ნიკო ლომაურის სახლ–მუზეუმი;

ღირსშესანიშნაობები:

    უფლისციხე ქვაში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი (Xსაუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე);გორის ციხე,  (VII-XVII სს.); ატენის სიონის ეკლესია (VII ს.);ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი (XII-XIII სს.);  სამთავისის ტაძარი (XI ს.);წრომის ტაძარი,626_634 წწ.);  ბულბულის ციხე;რუისის ღვთისმშობლის ხუროთმოძღვრული კომპლექსი;სამწევრისის ციხე-დარბაზის კომპლექსი;   რკონის კომპლექსი (VII-XVIII სს.);ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი (VII-IX სს);ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი (VII_XIII სს);  სურამის ციხე (XII_XIII სს.);