ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

იმერეთი

გეოგრაფია:

  იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეა, იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით  მესხეთის მთებით.  იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად .

  ტრანსპორტი:

   იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრია— ქუთაისი.  მანძილი უახლოეს საზღვაო პორტამდე —ფოთამდე 102 კილომეტრია, დედაქალაქამდე— 236 კმ.  ქუთაისში ფუნქციონირებს 2 აეროპორტი  (კოპიტნარის) , რომლიდანაც სრულდება საერთაშორისო რეისები. საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 2754,8 კმ, ხოლო სარკინიგზო — 229,285 კმ.  ფათობი: 6,552 კმ²;  მოსახლეობა- 700,000(2008);

  ბუნება:  

   იმერეთის მხარე ფლორთა და ფაუნით მდიდარია. იმერეთი ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები —კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა,მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო;

ისტორია:  

  ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა, ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზა  ე. წ. აბრეშუმის გზაა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს;

კლიმატი :

  იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატიში.   აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი.  ძირითადი  მდინარეებია რიონი  და ყვირილა.

ტურიზმისა და დასასვენებელი ზონებია:

 იმერეთის  ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონებია.  

  იმერეთს წამყვანი ადგილი უჭირავს, მინერალური და  სამკურნალო წყლებს.  სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებები  მიმზიდველს ხდის დამსვენებლთათვის იმერეთს. დღეისათვის იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა:

  წყალტუბო;  საირმე- ბაღდათის რაიონში;  ნუნისი ხარაგაულში;   სულორი ვანში;  აგრეთვე საჩხერის სხვადასხვა მინერალური წყაროები: სიმონეთი, სულორი, საწირე,  ჭითურის ხრეითი, სამტრედია,  ზვარე,  ამაღლება; განსაკუთრებით აღსანიშნავია სათაფლიის ნაკრძალი წყალტუბოს ტერიტორიაზე (345 ჰა), კარსტული გამოქვაბულითა და დინოზავრის  ნაკვალევით. მთისა და ტყის მასივებს 250000 ჰა ფართობი უჭირავს. 

კულტურული მემკვიდრეობა: მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: 

ღირშესანიშნაობები: 
მოწამეთა - სამონასტრო კომპლექსი (შუა საუკუნეები);
ბაგრატის ტაძარი;
გელათის მონასტერი და აკადემია;
უბისის ეკლესია (X-XI სს.);
ცხარის წმ. გიორგის მონასტერი;
გეგუთის ციხე (XII ს.);
სამსაფეხუროვანი ჩანჩქერი, 200 მ (სოფელ გორდასთან); 
კაცხის სვეტი (შუა საუკ.);
ვანის ნაქალაქარი;
საკაჟიის, ყუმისთავის და ჭახათის გამოქვაბულები;
სათაფლიის კარსტული მღვიმე;
შორაპნის ციხე    მდინარების ყვირილასა დაძირულას ხეობაში 
ბუგეულის დარბაზული ეკლესია(XIV-XV სს.) ურას;

  ვარძიახარაგაულის რაიონის  ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანსამბლს წარმოადგენს სოფ. ვარძიის «დედაღვთისას» ტაძარი, ე. წ. «კიკოს» დიდებული მონას­ტერი. მწყერის ციხე — როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპანის სადარაჯო პუნქტად. ბაგი-ბუგის ეკლესია; ბუჯის ციხე-უნდა ეკუთვნოდეს XII საუკუნის ძეგლს. თამარის ხიდი— ლეგენდის თანახმად ხიდის ასაშენებლად მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გაომოუყენებიათ; ქალაქი პალიასტომი-— ლეგენდის თანახმად ხიდის ასაშენებლად მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გაომოუყენებიათ; ძუსის სანაპიროზე ყოფილა ქალაქი ბალიასტომი გაშენებული. ქალაქი იწყებოდა «თამარ მეფის ხიდიდან» და მთავრდებოდა ზედა საზანოში; ვახანი ციხე-სოფელ ვახანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე დგას. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი X—XI სს. ძეგლია.