ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

გურია

 გურია —საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა.  გურის საზღვარი სამხრეთით  მიჰყვება მდინარე ჩოლოქვს; დასავლეთით - შავი ზღვის სანაპიროს,  ჩრდილოეთით სამეგრელოსგან გამოჰყოფს მდ. რიონი, აღმოსავლეთით ესაზღვრება იმერეთს;

გეოგრაფია:

ფართობი 2 030,1კმ 2    მოსახლეობის რაოდენობა139 800 დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  დაყოფით  გურიის მხარე,  მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონებს .მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;  დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური. სოფელი - 186;

კლიმატი:

  გურიაში იცის რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ზღვის პირას ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა,  მთის ჰავისთვის დამახასიათებელია ჰაერის სისუფთავე და მზის რადიაციის სამკურნალო ინტენსივობა, გამორჩეული სამკურნალო თვისებები, განპირობებულია ზღვისა და მთის ჰაერის შერწმით;

ბუნება:

გურიისთვის დამახასიათებელია ეკოლოგიურად სუფთა მდინარეები და წყლები, მთისა და ზღვის შერწყმული ჰავა, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი, როგორიცაა: ნაკრძალები, ტბები, ხეობები, პატარა ჩანჩქერები, მთის მწვერვალები,  ზღვის სანაპირო, ზღაპრული ხედები; გურიაში განსაკუთრებით მიმზიდველი გამაჯანსაღებელი წლებია . გურიის სამკურნალო წყლებია ოზურგეთში, შემოქმედში და ჩოხატაურში ; განსაკუთრებით სასრგებლო და საყურადღებოა საქართველოში ცნობილი მინერალური სასმელი წყალი «ნაბეღლავი».

კურორტები:

 გურიაში მდებარეობს კურორტი შეკვეთილი. რომელის შავი ზღვის სანაპიროზეა;

  ურეკი კურორტს დასავლეთით შავი ზღვა ეკვრის, აღმოსავლეთით გარშემორტყმულია მთებით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდინარეების სუფსისა და ნატანების დაბლობებია. კურორტის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის,. კურორტის პლიაჟებზე არსებული წვრილი მაგნიტური ქვიშის გამო, კურორტი საუკეთესო სამკურნალო რეკრეაციული ადგილია;

 ბახმარო კურორტი მდებარეობს ზღვის დონიდან 2100მ. დასავლეთიდან გაბატონებულია შავი ზღვის აუზის ჩრდილო-დასავლეთის თბილი დინება, ჩრდილოეთიდან _ კავკასიონის მაღალმთიანი ქედი, რომელიც იცავს მთელს ამიერკავკასიას ჩრდილოეთის ცივი მასების გავრცელებისგან, რაც ქმნის თბილ, ტენიან  სუბტროპიკულ კლიმატს;

ღირშესანიშნაობები:

 გურიაში 200-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი არსებულაციხე-ტაძართა უმეტესობა მაღლობზეა აგებული. აღსანიშნავია შემოქმედის, ჯუმათის მონასტრები, სადაც იქმნებოდა უძველესი ხელნაწერები.

 არქეოლოგიური ნამოსახლარები   სოფელი ხვარბეთი _ მესტიის ეპოქის ძეგლები, ასაკი _ 250 000 წელი; ანასეული, მამათი, გურიანთა, ნაგომარი _ ახალი ქვის ხანის ნეოლითის ძეგლები _ ასაკი 8000 წელი შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლები _ ურეკი-წვერმაღალას მიდამოები, სოფლები: ვაკიჯვარი, მელექედური, ქორბუდე;გვიანი ბრინჯაოსა და ადრე სკინის ხანის ძეგლები: ურეკი, წვერმაღალა, კაპროვანი;