ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

სამეგრელო

   სამეგრელო- საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია.  სამეგრელო მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთიდან სამეგრელო ზემო სვანეთს აფხაზეთი და შავი ზღვა ესაზღვრება. ჩრდილო აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონი. სამხრეთ-აღმოსავლეთით იმერეთი და სამხრეთით გურიის რეგიონი.   სამეგრელოს რაიონებია აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა,ხობი .  მუნიციპალიტეტია-7+1 ფართობი 7,4 კმ².  ადმინისტრაციული ცენტრი- -ქალაქია ზუგდიდი. მოსახლეობის რაოდენობა-451 852 (2002). ფართობი- 4400 კმ². მანძილი თბილისიდან -361 კმ.

  ბუნება: სამეგრელო წყლის ობიექტებისსიუხვითადამრავალფეროვნებითგამოირჩევა. აქმრავლადაა მდინარეები,ჭაობები დაწყაროები, ტბებია:პალიასტომი, ფართო წყარო, ტობავარჩხილი, დიდი ტობა ვარჩხი, ჩიპსთა ვარჩხი, მდინარეებია:  ხობისწყალი , ტეხურა, მაგანა, ჯუმი, ჩხოუში, ჭურია, ხობი, ჭანისწყალი, ცივი, აბაშა, ნოღელა, ზანა. ტრანზიტულიმდინარეებია – ენგური, ცხენისწყალი და რიონი, რომელთასიგრძესამეგრელოსტერიტორიაზეუდრისშესაბამისად 94, 44 და 99 კმ–ს.

  კლიმატი: სამეგრელო დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიასთან ერთად ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. ნოტიო თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მისი საშუალო და მაღალმთიანი ნაწილებისთვის კი დამახასიათებელია, ზომიერად ცივი ჰავა.

  სამზარეულო: ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა.მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი(მოხარშული სიმინდის ქატო), შემწვარი ხორცი მწარე საწებლით ( მაგალითად, აჯიკასთან ერთად) და სულგუნი (ცხიმიანი ყველი). ორი განსაკუთრებული კერძი-ელარჯი და საცივიგებჟალია, კუპატი, კუჭმაჭი.  საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება. ეს გახლავთ ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.

  სამკურნალო კურორტები: ანაკლია, მენჯი, ცაიში, სქური, ნოქალაქევი, ლებარდე, ყულევი, ქვალონი, ხორგა, ბია, ჭკადუაში, წალენჯიხა, მუხური.

მოსანახულებელი ადგილები : დადიანთა სასახლე, მარტვილის კანიონები, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.

ეკლესია–მონასტრები, ციხესიმაგრეები :

მარტვილის სამონასტრო ანსამბლი (VI-VII სს.);  კორცხელის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს);  წალენჯიხია მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.);  ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (XIX ს.);  ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი (XV-XVI სს);   ხობის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (XIII-XIV ს.);  ზუგდიდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია(XXI ს.);  ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X-XI სს. XII-XIV სს.);  ფოთის საკათედრო ტაძარი (XX ს.);

ულამაზესი ადგილები:

ნაზოდელავოს მღვიმე;    მდებარეობა: ჩხოროწყუს რ-ნი, მდინარე ზანას ხეობა, ზღვის დონიდან 230 მ სიმაღლეზე;  ყალიჩონას მღვიმე;  მდებარეობა: ჩხოროწყუს რ-ნი, სოფელი ნაკიანი, 250-260 მ ზღვის დონიდან;  გარახის მღვიმე;  მდებარეობა: ჩხოროწუს რ-ნი, მდინარე ოჩხომურის შენაკადი -   ბუმეს ხეობა; სოფელ გარახისტერიტორია. აბს. სიმაღლე - 250მ;