ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ხევი

   ხევი— საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოს წყლის და დარიალის ხეობებს. მოსაზღვრე რეგიონებია: აღმოსავლეთით —ხევსურეთი, სამხრეთით — მთიულეთი, ჩრდილოეთით — ოსეთი რუსეთის ფედერაცია , დასავლეთით — შიდა ქართლის მთიანეთი.. საქართველოს თანამედროვე ტერიტორიული მოწყობით ხევი მცხეთა-მთიანეთის მხარეს ეკუთვნის, რომლის ცენტრიც- ყაზბეგი იგივე სტეფანწმინდაა. ხევი–სტეფანწმინდის ტერიტორიული ერთეულებია - გუდაური, კობი, სიონი, სნო, ყაზბეგი (სტეფანწმინდა)..ტერიტორიის ფართობი – 1081,7 კმ2, მოსახლეობა – 4900. მანძილი თბილისიდან – 149 კმ.

კლიმატი :

  ხევის რეგიონის კლიმატი  ზომიერი ნოტიო, მაღალი მთის ნოტიო მუდმივთოვლიანი.ჰავით. ზღვის დონიდან 1740 მ-ზე. იცის ცივი მშრალი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული,, იანვრის -5,2°, ივლისის 14,4° წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია , მინიმუმი იანვარში საშუალო წლიური ტემპერატურაა -6,1°, იანვრის -15°.თოვლის საფრის ხანგრძლივობა 277 დღე.

ბუნება :

   ხევის რეგიონი კავკასიონის ჩრდილოეთ მხარეზე მდებარეობს მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში და უჭირავს დაახლოებით 520 კვადარატული კილომეტრი. ამ ულამაზეს მხარეს გარს არტყია კავკასიონის მთები და მყინვარები: ყურო, ვეშანროვანი, ნაროვანი, ხვედისი, შინო, ქამარჯინა, ართხმო, ღეჭია, ბახნო, ლიჯე, საკეცენი, ჩათა, ქუბასწვერი, დიდო, ნახერეთი, ხდე, დარიალა, მვირგვალის წვერი, ორწვერი, აბანო, დევდორაკი და სხვები. ამ მთების სიმაღლე 2000-დან 5000 მეტრს აღწევს, ყაზბეგის (სტეფანწმინდის) ტერიტორიაზე ტყე არ თუ ისე კარგადაა გავრცელებული. საკმაოდ დიდი ფართობი უკავია მთის ფიჭვნარსა და არყნარს. საშუალო მთიან საფეხურებზე გვხვდება წიფლის ტყეები. მაღალმთიან ადგილებში ბინადრობს  აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, მურა დათვი, მელა, მგელი, დედოფალა, კვერნა, ტყის კატა, კურდღელი. ფრინველებიდან  რომლებიც საქართველოს წითელ წიგნში არიან შეტანილი ორბი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი, მთის არწივი, დიდი კოჭობა, სვავი, ჩხიკვი.

ტბები და მდინარეები :

   მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. აქაური მდინარეები მოკლეა (თერგის გამოკლებით)რომლის სიგრძე აქ 85 კმ-მდეა., თუმცა მათ სწრაფი დინება ახასიათებთ და გამჭვირვალე წყლით გამოირჩევიან. ზოგიერთ მდინარეზე გვხვდება საკმაოდ მაღალი და ლამაზი ჩანჩქერები. ტბებს მყინვარული ან ვულკანური გენეზისი აქვთ, და ხასიათდებიან მცირე ფართობითა და ხშირად საყურადღებო სიღრმით.მყინვარებს ახასიათს უკუსვლა, ფართობის შემცირება, გაპობა და სხვ. ზოგიერთი მათგანი ხეობურიდან ცირკულ მყინვარად იქცა.მდინარეები: თერგი, თრუსო, ამალი, დევდორაკი, თეფიდონი, ჩხერი, ჩხატი, სუათისი, მნაისისწყალი, ქესია, რესისწყალი, ყაბახი, ჯიმარისწყალი, ესიქომი, არმხი, არხადონი, ბიდარა, დესიკომიდონი, ხდისწყალი, სნოსწყალი, მთიულეთის არაგვი, გველეთის ჩანჩქერი, ჩანჩქერი ერეთო.მუნიციპალიტეტში უხვადაა ტბებიც და მათ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალი მდებარეობა აქვთ.; ყელიცადის ტბა, არჩვების ტბა,მინერალური წყლები, სტეფანწმინდის  ვეძის  წყლები,სიონის ვეძის წყლები,თრუსოს ვეძის წყლები.

დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები :

ყაზბეგის ეროვნული პარკი;  მოსანახულებელიადგილები :  ბეთლემის გამოქვაბული;  ყაზბეგის მწვერვალი(5047 მ.);

დიორამა ჯვრისუღელტეხილზე ამოსასვლელ გზაზე გადასახედი, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი;

იაგორ კაზალიკაშვილის სახელობის ალპინიზმის სახლ–მუზეუმი;

ეკლესია–მონასტრები, ციხესიმაგრეები :

ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი (IX-X სს.);  გარბანის ეკლესია (IX-X სს.);  გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი (XIV ს.);  სნოს ციხე (ღუდუშაურის ციხე) (XVI-XVII სს.);  არშის ციხე (XVI_XVII სს.);  დარიალის ციხე (ძვ. წ. II –ა.წ. – XVII ს.);