ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

აფხაზეთი

აფხაზეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორისაა. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი.
გეომორფოლოგიურად აფხაზეთი ძირითადად მთაგორიანი რეგიონია. დაახლოებით 74% მთებსა და მთისწინეთს უჭირავს, დანარჩენი — ვაკე-დაბლობებს. მთიან ნაწილში სტრუქტურულ-დენუდაციური ქედები და მათ შორის მოქცეული ტექტონიკურ-ეროზიული ხეობები ჭარბობს. ქედებიდან უდიდესია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი.
აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით
აფხაზეთის მდინარეთა ქსელი ხშირია. მთავარი მდინარეები კოდორი, ბზიფი, ღალიძგა, გუმისთა მოქვი და სხვები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს. სასაზღვრო მდინარეებია ენგური და ფსოუ. მდინარეებზე ბევრი წყალვარნილი და ჭორომია, ახასიათებთ სწრაფი დინება, შესართავებთან ქმნიან მცირე დელტებს