ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

თბილისი

 

 

   თბილისი ერთ-ერთი უძველესი დედაალაქია მსოფლიოსში. არქეოლოგების თანახმად დასტურდება,  რომ თბილისი აშენდა IV საუკუნეში. თბილისი ანუ თბილი (ძველ  ქართულად „ტფილისი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია. 

გეოგრაფია:
  ქალაქი თბილისი გაშენებულია აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრის ორივე სანაპიროზე.  თბილისი ზღვის დონიდან 380-770 მ. სიმაღლეზე მდებარეობს და შეფენილია სამი მხრიდან მთებით შემოფარგლული ქვაბულის ფერდობებზე. 
თბილისის ფართობი შეადგენს 500 კვ.კმ-ს. 
 ქალაქი თბილისი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის  ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს.      

კლიმატი:

  თბილისში ზომიერად თბილი ზომიერად ნოტიო  ჰავაა.  ყველაზე ცივი თვეა იანვარი და ყველაზე ცხელი ივლისი. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9  °C ;

არქიტექტურა:

  თბილისი მრავალფეროვანი არქიტექტურული ნაგებობებით გამოირჩევა . აქ ერთმანეთს  ერწყმის წარსული და აწმყო თბილისში მრავლად შენდება თანამედროვე ტიპის ნაგებობები, რომლებსაც ქალაქის არქიტექტურულ სახეს განსხვავებულ და საინტერესო ჰქმნის.

    თბილისიში მრავლადაა ულამაზესი ისტორიული ძეგლები,  შეგიძლიათ  გაისეირნოთ და დაათვალიეროთ ღირშესანიშნავი  ადგილები :  მუზეუმები,  თეატრები,  კინოთეატრები,  გალერეები,  საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები ;

  თბილისში სხვა დ ასხვა გასართობი ადგილებია,  დასასვენებელი პარკები ,  ღამის კლუბები,  განსხვავებული ტიპის ბარ-რესტორნები სადაც გაგიმასპინძლდებიან ეროვნული და ასევე სხვა ქვვეყნის სამზარეულოთი;

ტრანსპორტი:

  აეროპორტიდან  თბილისამდე  20 კილომეტრია .  თბილისში მოხვედრა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს  ტურისტისთვის  ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა:  აეროპორტიდან გამოსვლისთანავე დაგხვდებათ ტაქსი რომლის ფასიც 20 ლარიდან იწყება.  აეროპორტის გამოსასვლელთან არის ავტობუსის გაჩერებაც, რომელიც მიგიყვანთ ქალაქის ცენტრში და სულ რაღაც 50 თეთრი ღირს.  აეროპორთთან ახლოს 10 წუთის სავალ გზაზე  მდებარეობს რკინიგზის სადგური - მისი ღირებულება 2 ლარია.

საერო ისტორიული ძეგლებია:

 რუსთაველის თეატრი;  უნივერსიტეტი;  თიბისი ბანკი;  მარჯანიშვილის თეატრი;  ეროვნული გალერეა;  ეროვნული ბიბლოთეკა;  მწერალთა კავშირი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე;  უზენაესი სასამართლო;  სასტუმრო თბილისი-მარიოტი;  ქარვასლა;  თბილისის საკრებულო;

ღირშესანიშნაობები და მუზეუმები:

  ნარიყალა;  მთაწმინდა;  ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ;  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;  საქართველოს მუზეუმი;  გალერეა " ორნამენტი";  კონკა თანამედროვე თბილისის ქუჩებში;

   სამების საკათედრო ტაძარი;  ანჩისხატი(VI საუკუნე);  სიონი(V საუკუნე);  მამადავითი (X საუკუნე);  მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია;  ძველი სამება(1790წ);  ქვემო ბეთლები (1868);  ზემო ბეთლემი (XVIII საუკუნე); ჯვარისმამა(XVIსაუკუნე) მეტეხი(1278-1289); ქვაშვეთი(1910);  ლურჯი მონასტერი(1180);  ნარიყალის წმ. ნიკოლოზი(1996-1997);  წმ. მარინეს სახელობის ეკლესია ( 1856);  წმ. ნინოს სახელობის ეკლესია(1884);  ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია( XIX საუკუნე);   წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია(1995); ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია (1815 );  მიხეილ ტვერელის ეკლესია(1911-1913);  წმ. იოანე ღვთისმეტყველი (1898-1901);  კარის წმინდა გიორგი( XVII საუკუნე);  ნორაშენი(1790-1796 );  წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის კათოლიკური კათედრალი(1870-1877);  ღმრთისმშობლის კათოლიკური კათედრალი(1805-1808);  ალექსანდრე ნეველი(1863-1864);  სინაგოგა(1910);  მეჩეთი( VIII საუკუნე);

პარკები:

 მთაწმინდის პარკი;  ბოტანიკური ბაღი;  მუშტაიდის ბაღი;  მზიური;  კუს ტბა;  ზოოპარკი;  ვაკის პარკი;