ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

მცხეთა-მთიანეთი

   მცხეთა-მთიანეთი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში ,რომელიც მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის; ირწო-თიანეთი ფშავის; ხევსურეთის; მთიულეთის გუდამაყრის; ქსნისხევის  ტერიტორიებს. მთიანეთის მხარეში შედის  შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ახალგორის რაიონი; დუშეთის რაიონი; თიანეთის რაიონი; მცხეთის რაიონი; ყაზბეგის რაიონი.

გეოგრაფია:

  მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს;  მოსახლეობა – 125 ათასს; ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: მცხეთა-მთიანეთის მხარეში ქალაქია-2 მცხეთა; დუშეთი;  დაბა-7; ზაჰესი; ახალგორი; ჟინვალი; ფასანაური; თიანეთი; სიონი; სტეფანწმინდა; სოფელი-582;

  მცხეთა - მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან. მცხეთამ და მისმა შემოგარენმა („დიდი მცხეთა“), როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთმა უძველესმა დასახლებულმა ადგილმა, XIX საუკუნიდან მიიქცია ისტორიული სიძველეებით დაინტერესებულ მკვლევართა ყურადღება. მცხეთის რეგიონი ტურისტებისათვის ძალიან საინტერესოა თავისი ისტორიით, კულტურით, მუზეუმებითა და ეკლესია - მონასტრებით. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.მოსახლეობა - 7,7 ათასი ადამიანი.ადმინისტრაციული ცენტრი –მცხეთა. მანძილი თბილისიდან - 24კმ.

კლიმატი :

 მცხეთაში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა (საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8 °C; იანვარი — 1,1 °C, ივლისი — 22,1 °C). იცის ცივი ზამთარი (აბსოლუტური მინიმალური — 29 °C) და ცხელი ზაფხული (აბსოლუტური მაქსიმალური 39 °C).

ბუნება :

  ტყეს და ბუჩქნარს უკავია მთელი ტერიტორიის მხოლოდ 17 %. თუმცა ფლორა მრავალფეროვანია.ცხოველებიდან ბინადრობს : კავკასიური ირემი, შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი, გარეული ღორი.ფრინველებიდან : მწყერი, გარეული მტრედი, კაკაბი, ყვავი, კაჭკაჭი, ქორი, ხოხობი.მდინარეებია : მტკვარი, არაგვი, ხეკორძულა.

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები :  მწვადი, ხინკალი, ლობიო.

სუვენირები : კერამიკა, ჭედური მინანქარი, თექა, ეროვნული სუვენირები.

დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები : დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი.

მოსანახულებელი ადგილები : დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, პომპეუსის ხიდი, მცხეთის აკლდამა, ნასოფლარი, სამთავროს ველი, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი საგურამოში.

ეკლესია–მონასტრები, ციხესიმაგრეები :

 ქ. მცხეთა-არმაზციხე-ბაგინეთი-ქართლის სამეფო რეზიდენცია (I-V სს.);  ბებრის ციხე (XII ს.); სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი (XI ს.);  სამთავროს კომპლექსი (IX-XI სს.);   წმ. ნინოს გუმბათიანი ეკლესია (V-VI სს.);   წმ. სტეფანე პირველმოწამის ანტიოქიის ეკლესია (V-VI სს.);  მცხეთის ჯვრის ტაძარი – (VI-VII სს.);  შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი (VIს.);  ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი (VII-IX სს.);

 

   მთიულეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი.ტერიტორიული ერთეულები - დაბა ფასანაური, დაბა ჟინვალი, ქალაქი დუშეთი, გუდაური, ხადა. ტერიტორიის ფართობი –  2981,5 კმ2, მოსახლეობა - 33 800 ადამიანი.ადმინისტრაციული ცენტრი – დაბა ფასანაური, მანძილი თბილისიდან – 100კმ.

კლიმატი : ზომიერად ნოტიო.

ბუნება :  მთიულეთის ტერიტორიაზე უმეტესად გავრცელებულია უროიან–ვაციწვერიანი და ჯაგ ეკლიანი სტეპური მცენარეულობა. ტყე არც თუ ისე კარგადაა გავრცელებული. საკმაოდ დიდი ფართობი უკავია მთის ფიჭვნარსა და არყნარს. საშუალომთიან საფეხურებზე გვხვდება წიფლის ტყეები.ცხოველებიდან ბინადრობს: კავკასიური ჯიხვი, არჩვი, შველი, ირემი, მურა დათვი, მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, მაჩვი, კვერნა, დედოფალა.ფრინველებია : კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, მაღრანი, ბატკანძერი, მთის არწივი, ძერა, ხოხობი, კოდალა, შაშვი...ტბები და მდინარეები : ჟინვალის წყალსაცავი, მთიულეთის არაგვი, ამირთხევი, ხარხელთხევი, ჩოხელთხევი, ხადისხევი.

სამზარეულო  : ხინკალი, მწვადი.

სუვენირები : თექა, ხანჯალი, ფაფახი;

მოსანახულებელი ადგილები : ანანური, სოფელი სიონი, დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დანიელ ჭონქაძის სახლ–მუზეუმი დუშეთში, გიორგი და დავით ერისთავების სახლ–მუზეუმი.