ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

რიყე

ტურის დამატება

თბილისის ერთ-ერთი ძველი და კოლორიტული უბანი-რიყე მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. იგი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე განვითარდა. აქ გადიოდა დასავლეთისკენ მიმავალი დიდი გზა.  XIX საუკუნეში აქ იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები, დუქნები. ეს ადგილი ძალიან  ხალხმრავალი და ცოცხალი ადგილი იყო თბილისში, აქედან აუყვებოდით სირაჯხანას, დღევანდელ ღვინის აღმართს. სირაჯხანა ორი სიტყვისგან არის წარმოებული, სირაჯი მეღვინეს ნიშნავს, ხანა კი სახლს. ეს სახელი ქუცას იმიტომ ეწოდა, რომ აქ იყო ღვინის გასაყიდი დუქნები, სარდაფები. ქალაქელი კარგი რვინის საყიდლად აქ დადიოდა. ამიტომაც მას ნელ-ნელა შეეცვალა სახელი და ეწოდა ღვინის აღმართი.  ეს ადგილები ყოველთვის იყო თბილისის ბოჰემური ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი. 

                        

                                                                              წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012