ტურები

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ნარიყალა

ტურის დამატება

თბილისი ციტადელი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მოწმეა. მისი კედლები და კოშკები არაერთხელ დანგრეულა, აღდგენილა,  გადაკეთებულა. დღემდე მოღწეული ფრაგმენტები სხვადასხვა  პერიოდს ეკუთვნის.  ყველაზე ძველ ნაწილს წარმოადგენს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე კოშკის ფრაგმენტი, რომელიც თლილი ქვითაა ამოყვანილი. ციხე აგებულია მდინარის კალაპოტის შევიწროების ადგილზე; სწორედ  მისმა მეტად სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ განსაზღვრა მისი სიმტკიცე და საერთოდ, ქალაქის შემდგომი განვითარება. იგი მტრისთვის მიუდგომელი იყო, მთაგორიან რელიეფზე განლაგებული ციხის ნაგებობა რთულ სისიტემას ქმნიდა. ციხეს რამდენიმე შესასავლელი ჰქონდა მიწის ზევით, ასევე საიდუმლო გასასვლელები მტკვრისა და წავკისისკენ. ციხის ფარგლებშიაXVIII  ს-ის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.

                                                                                  წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012